რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი

არ გამოვრიცხავ, თინა ბოკუჩავას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, საბოლოო ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს ლეგიტიმაცია სჭირდება მთელი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

 

„მიხეილ სააკაშვილმა რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს. ჩვენ შიგნით, არჩევნების დროს, შეიძლება, გვყავდეს განსხვავებული კანდიდატურებიც და ყველას თავისი ახსნა ექნება. ამიტომაც კონკრეტულ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. არ მოერიდებიან, მგონია, ბატონმა მიხეილმაც აღნიშნა რაღაც თვისებები, რაც აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს, რაც მისთვისაც არის მნიშვნელოვანი - მისი სახალხოობა, მისი ეს სოციალური კაპიტალი, როდესაც შეუძლია, ადამიანებთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები დაამყაროს, ენერგიულია. ეს ის თვისებებია, რის გამოც ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე არის მიხეილ სააკაშვილის არჩევანი. თინა ბოკუჩავას რომ აფასებს მიხეილ სააკაშვილი, ეს პოსტებშიც ჩანს. განაცხადა კიდევაც, რომ თინა ნამდვილად არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. არ გამოვრიცხავ, რომ თინას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, საბოლოო ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი აპირებს „ნაციონალურ მოძრაობაში" ინტეგრირებას.

 

„ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში ინტეგრირება ნიშნავს არა მხოლოდ თბილისში კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციას, არამედ, პირველ რიგში, რეგიონებში კონკრეტული ადამიანების გაცნობას, მათი პრობლემატიკის გაცნობას. ეს არის საქმიანი, ძალიან პრაქტიკული და ძალიან სწორი ნაბიჯი ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან. ქალბატონი ნანუკას გუშინდელი პოსტიდან ჩანდა, რომ მას ლეგიტიმაცია სჭირდება სახალხო, მთელი „ნაციონალური მოძრაობის". ზოგადად, როდესაც ამ პროცესში ჩართვას აპირებდა, კარგად ჰქონდა გააზრებული რეგიონების და ჩვენი აქტივის მნიშვნელობა, მათი პრობლემების გაცნობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

კითხვაზე, რა სტატუსით მართავს ნანუკა ჟორჟოლიანი რეგიონებში შეხვედრებს, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული სტატუსი არ აქვს.

 

„ადამიანი, შეიძლება, თეორიულად გახდეს პარტიის თავმჯდომარე, შეიძლება, სხვა თანამდებობის პირი. დიდი ალბათობით, ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში უნდა ვიხილოთ. ეს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომაც მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია არა მხოლოდ ჩვენთან თბილისში, არამედ მთელ პარტიასთან და მთელი პარტია არის, მათ შორის, ბათუმში, ხელვაჩაურში და სხვა რეგიონებში. ამიტომ ხვდება ამ ადამიანებს, რომ მათი პრობლემები, საჭიროებები გაიგოს, დაამყაროს პირდაპირი კონტაქტი", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
კახა კალაძე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც აღარ აქვს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
"ევროპაში, დიახ ბატონო, ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნე ენთო ინკვიზიციის კოცონი და ღმერთის სახელით ცეცხლზე წვავდნენ ადამიანებს"-ჯონდი ბაღათურია
ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი - ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, დოკუმენტი სერიოზულად შეფასდეს, ყველანაირ მექანიზმის იყენებენ, რომ საზოგადოება დაყოფილი იყოს
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
ლევან მაჭავარიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები