ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრესს მიაღწიოს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში და გააუქმოს კანონები, რომლებიც, მისი შეფასებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
მემორანდუმი 2026 წლის აპრილში მაიკლ ო'ფლაერტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ მომზადდა.
კომისარი დადებითად აფასებს კანონს, რომელიც სამართალდამცავ პირებს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომრების ტარებას ავალდებულებს და მოუწოდებს მის სასწრაფო მიღებასა და ეფექტურ აღსრულებას.
მაიკლ ო'ფლაერტი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ხუთ პოლიციელს „2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის მუხლით ბრალდება წარედგინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობის შესახებ ანგარიშები 360 დემონსტრანტისგან მიიღო, კომისარი შეშფოთებულია, რომ ამ საქმეების გამოძიება მნიშვნელოვნად გაჭიანურდა და დღემდე მცირე პროგრესი დაფიქსირდა".
კომისარი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის მიერ დემონსტრაციების კონტროლის შესახებ ბრალდებების ეფექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებას.
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, დაზარალებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრული მონაწილეობით და დასკვნის გამოქვეყნება", - აღნიშნავს კომისარი.
მაიკლ ო'ფლაერტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ, მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე არსებული შეზღუდვების გადახედვის ნაცვლად, 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში დამატებითი შეზღუდვები დააწესა. ეს ცვლილებები მოიცავს ნებისმიერი შეკრების, მათ შორის, სპონტანური პროტესტის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, ასევე პოლიციის ახალ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, დემონსტრანტებს აუკრძალონ საგზაო ან ქვეითთა მოძრაობის შეფერხება, ასევე ადმინისტრაციული სანქციების გაფართოებას და, თუ ადამიანი საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ გადაცდომას არაერთხელ ჩაიდენს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესაძლებლობას".
„ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და, როგორც ჩანს, არ არის თანხვედრაში საჭიროებისა და პროპორციულობის პრინციპებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია განმტკიცებული", - აღნიშნავს მაიკლ ო'ფლაერტი.
კომისარი შეშფოთებულია „უცხოური გავლენის შესახებ რამდენიმე კანონის დამთრგუნველი ეფექტით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე".
„მოვითხოვ უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გაუქმებას, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ავალდებულებს, დარეგისტრდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები", ასევე გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ოფიციალური ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს. ხელისუფლებამ ასევე უნდა შეაჩეროს ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი საქმეები, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიღებას ან, სავარაუდოდ, დამძიმებული გარემოებებით ჩადენილ დივერსიაში მონაწილეობას ეხება, და დაუყოვნებლივ მოხსნას მათი ბანკის ანგარიშების გაყინვა", - განაცხადა კომისარმა ო'ფლაერთმა.
კომისრის შეფასებით, ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან არ არის თანხვედრაში.
კომისრის განცხადებით, „გამოხატვის თავისუფლებაზე არსებული შეზღუდვები, მათ შორის, მედიასაშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა და ცილისწამების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, ჟურნალისტებს თვითცენზურისკენ უბიძგებს".
მსგავსი სიახლეები
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
კახა კალაძე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც აღარ აქვს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
"ევროპაში, დიახ ბატონო, ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნე ენთო ინკვიზიციის კოცონი და ღმერთის სახელით ცეცხლზე წვავდნენ ადამიანებს"-ჯონდი ბაღათურია
ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი - ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, დოკუმენტი სერიოზულად შეფასდეს, ყველანაირ მექანიზმის იყენებენ, რომ საზოგადოება დაყოფილი იყოს
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
ლევან მაჭავარიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები