ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე ნაწილდება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, არსებული მონაცემები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო თვეების და წლების განმავლობაში დაფიქსირებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება.
„საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის გამოვყოფდი იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსების ზრდის მიმართულებით განხორციელდა - შეიქმნა ეკონომიკური განვითარების კორპორაცია, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ასევე მოსალოდნელია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რაზეც საქართველოს მთავრობას კონკრეტული, ვადებში გაწერილი გეგმა აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს აღნიშნული ეკონომიკური ზრდის მიღწევას", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ამასთან, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, მინისტრის მოადგილე მათ შორის ხაზს უსვამს ადგილობრივი ექსპორტის კუთხით დაფიქსირებულ პოზიტიურ ტენდენციებს. კერძოდ, იანვარ-მაისის პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა და ფაქტობრივად, 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია, რაც აღნიშნული მაჩვენებლებით დასტურდება.
„მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის მიმართულებით, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გაზრდილია სხვადასხვა პროდუქტების ექსპორტი. ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება თურქეთის, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ასევე რეალურ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნასა და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის და საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული დადებითი ტენდენციები კიდევ ერთხელ ამყარებს მოლოდინს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს
ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივნისს
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"