მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე

ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის, ჩემი შეცდომების), ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა, შეიძლება, გავანაწყენე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ბრძოლას გააგრძელებს და დიქტატურა აუცილებლად დამარცხდება.

 

„მეგობრებო, მინდა, განგიმარტოთ ჩემი გადაწყვეტილება ნანუკასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად. ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის, ჩემი შეცდომების), ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა, შეიძლება, გავანაწყენე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიუხედავად ჩემი რეიტინგის მკვეთრი ზრდისა, ენმ-ის რეიტინგი ადგილს ტკეპნის, პრაქტიკულად გაწყდა ბმა ჩემს და ენმ-ს საზოგადოებრივ აღქმას შორის.

 

უკვე მრავალი თვეა, არ გამართულა ენმ-ის პოლიტსაბჭო. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და ლიდერშიფის ბირთვის 90%-ს შორის საერთოდ არ იყო კომუნიკაცია. პარტია საერთოდ აღარ ასხივებდა, რომ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, აღარ ქმნიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და მხოლოდ ჩრდილი დარჩა ძველი სიძლიერის.

 

ნანუკას თემაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი. მას აქვს ენერგია, გამოცდილება, ხალხთან კომუნიკაციის ნიჭი, ხალხის უკან მობრუნების უნარი, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. თინას ძლიერი მხარე არის საჯარო გამოსვლები და საერთაშორისო ურთიერთობები, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ თანათავმჯდომარეობა გამოსულიყო, მაგრამ მან ზედმეტად მტკივნეულად მიიღო ნანუკას მოსვლა. თან იმ პირობებში, რომ ივლისში ისედაც უმთავრდებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში მე მას ძალიან ვაფასებ და ვარ მისი მადლობელი და ის რჩება ჩემს გუნდში. დარწმუნებული ვარ, მომავალ მთავრობაშიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

 

მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე. ისევე როგორც სრულიად სამართლიანია, რომ თანალიდერობის პრეტენზია ჰქონდეს ლევან ხაბეიშვილს, მაგრამ ორივენი ტყვეობაში ვიმყოფებით, მანამდე დევნილობაში ვიყავი და სათანადოდ იქიდანაც ვერ ვმონაწილეობდი პროცესებში. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმე ძალიან აქტიური იყოს ადგილზე და მე ჩავთვალე, რომ ასეთი აქტიური იქნებოდა ნანუკა. ჩვენ გვჭირდება კვლავ სახალხო პარტიად ქცევა და ვინაა უფრო სახალხო, უფრო მეტად ხალხის დამხმარე, თუ არა ნანუკა?

 

ამავე დროს, მინდა, მოგმართოთ ყველას, თქვენც შეგიძლიათ, დააყენოთ სხვა ან საკუთარი კანდიდატურები. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ და პატიოსნად.

 

დაე, ჩვენმა პარტიის ბირთვმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მე მხოლოდ ერთი ხმა მაქვს. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს! ჩვენი პარტია გეკუთვნით თქვენ, ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს. ყოველ შემთხვევაში ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ არ ვცადე ენმ-ის გადარჩენა და მისი ფორმაში მოყვანა. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყდება, მე ბრძოლას მხოლოდ გავაგრძელებ და აუცილებლად დავამარცხებთ დიქტატურას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
,, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
,,დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
კახა კალაძე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი