"რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს"-Financial Times
"ევროკავშირი სომხეთისათვის ექსტრენული სავაჭრო შეღავათების დასამტკიცებლად ემზადება, რათა რუსეთის მიერ შემოღებული სავაჭრო აკრძალვების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს. ბრიუსელს და მოსკოვს ერთმანეთან კონკურენცია აქვთ კავკასიურ რესპუბლიკაზე გავლენისათვის“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) 17 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
როგორც ოთხი სანდო წყარო იტყობინება, ევროკომისია ამუშავებს ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებს, რომლებიც ითვალისწინებენ ტარიფების შემცირებას სომხურ სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ეს ინიციატივა არის პასუხი რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის შეზღუდვებზე, რომლებიც კრემლმა დააწესა სომხეთში ბოლო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წასახალისებლად.
ბრიუსელის აზრით, მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ერევანში პროდასავლურ მთავრობაზე ზეწოლას. „ახლა დროა მხარი დავუჭიროთ ევროკავშირს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია საიმედო პარტნიორი ვიყოთ", - ამბობს „ფაინენშელ თაიმსის“ ერთ-ერთი მოსაუბრე, - „ევროკავშირს მეგობრები სჭირდება. ჩვენი ვალია ჩვენი ევროპული სამეზობლო [რუსეთისაგან დავიცვათ]“.
რა თქმა უნდა, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ შეღავათებს სომხეთის მიმართ ჭირდება ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა, შემდეგ კი ევროპარლამენტის მიერ დამტკიცება. შეღავათები ეხება დაახლოებით 20 სახეობის პროდუქტით ვაჭრობას, რომლის საერთო მოცულობაა წელიწადში 420 მილიონი ევრო.
ბრიუსელი შიშობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს სავაჭრო ზეწოლა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე. შესაბამისად, წყაროების ცნობით, შეღავათები რაც შეიძლება სწრაფად, რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დამტკიცდეს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს საკითხი ლუქსემბურგში სომხური დიპლომატიის ხელმძღვანელთან 15 ივნისს განიხილეს. ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი სომხეთში ვიზიტს ივლისის დასაწყისში გეგმავს.
„ევროკომისია სომხეთს ავტონომიურ, რბილ სავაჭრო ტარიფებს შესთავაზებს, რაც ხელს შეუწყობს სომხური ბიზნესის განვითარებას ევროკავშირში, ახალი საბაზრო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას და ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას, რომელიც კრემლის პოლიტიკის შედეგად ზარალდება“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ოლოფ გილმა „ფაინენშელ თაინსთან“ ინტერვიუში.
სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, სადაც რუსეთი დომინირებს.: მოსკოვს აქვს შესაძლებლობა საბჭოს თითოეული წევრი ქვეყნის იმპორტი და ექსპორტი. შესაბამისად, ეს გარემოება ართულებს ევროკავშირის ძალისხმევას, რომ დადოს შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმებები ერევანთან.
7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს. რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე აკრძალვების დაწესება დაიწყო. ჯერ აიკრძალა სომხური ყვავილები, ფიტოსანიტარული მოსაზრებების მოტივით. ამას მოჰყვა მინერალური წყლის, ღვინისა და კონიაკის, ხილისა და ბოსტნეულის და თევზის იმპორტის შეზღუდვა. კენჭისყრამდე სამი დღით ადრე ევროკავშირმა განაცხადა, რომ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ერევანს და იყიდის ათასობით ყვავილს, რომელიც მანამდე რუსეთში იყო გაგზავნილი.
ზეწოლის მიუხედავად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლურმა პარტიამ გაიმარჯვა. „ევროკავშირმა უკვე გამოყო 50 მილიონი ევრო სომხური ყვავილებისა და სხვა პროდუქციის შესაძენად. ეს ძალიან სწრაფად მოხდა და აჩვენა, რომ რუსული ნაბიჯი კონტრპროდუქტიული იყო. ევროკავშირს ახლა ექსპორტის ასეთი ხელშეწყობის შემდგომი განვითარება სურს", - აცხადებს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში რიჩარდ გირაგოსიანი, ერევანში არსებული დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის დამფუძნებელი. მისი თქმით, გასაგებია, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული საშეღავათო ზომები მხოლოდ "დროებითია და არ არის საკმარისი რუსეთის დომინირების კომპენსაციისთვის“.
ევროპელი ჩინოვნიკები რიგ პრობლემებს ხედავენ ევრობაზარზე სომხური პროდუქციის გაყიდვაში.
პირველ რიგში ეს ეხება სომხეთის მთავარ საექსპორტო პროდუქტს - სომხურ კონიაკს. ევროკომისია ითხოვს, რომ სომხეთმა უარი უნდა თქვას სახელწოდებაზე "კონიაკი", რადგან ამ შემთხვევაში საფრანგეთის ინტერესები ილახება. მართალია, ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით, სომხეთმა სახელწოდებაზე უარი 2043 წლამდე უნდა თქვას, მაგრამ რადგანაც სომხეთს ახლავე სურს თავისი პროდუქციის ექსპორტი ევროპაში (რუსეთის ნაცვლად), მას მოუწევს ნაადრევად შეუცვალოს სახელი ცნობილ სპირტიან სასმელს და მას "სომხური ბრენდი" უწოდოს., რაც მოკლე დროში ვერ მოხერხდება.
ერევანი თანახმაა სახელი 2032 წლამდე შეცვალოს, მაგრამ გამოდის, რომ სომხეთი სასმელს ევრობაზარზე 2032 წლამდე მაინც ვერ გაიტანს.
მეორე პრობლემა მალფუჭებადი პროდუქციის ტრანსპორტირებას უკავშირდება: სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ამიტომ პროდუქციის ექსპორტი საქართველოს (სამომავლოდ - თურქეთის) ტერიტორიაზე ტრანზიტით ხდება, რასაც დრო ჭირდება და რისკებს ქმნის.
მსგავსი სიახლეები
"პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება"-The Daily Telegraph
"აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა"-Foreign Policy
"რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს"-Financial Times
"დონალდ ტრამპი, ირანთან გამარჯვების ნაცვლად, ამერიკას ამცირებს"-The Daily Telegraph
"ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?"-Deutsche Welle
"აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება"-TRT
"დრო გვაჩვენებს": როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე"-Deutsche Welle
"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times