ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით

დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას.

„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის, ურთიერთგაგების ხელშესაწყობად ჩვენს ხალხებს შორის. მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. საუბრისას ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა,"- აღნიშნა ემომალი რაჰმონმა. 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი
ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ - მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას, აღვნიშნეთ ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
,, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
,,დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი