The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს

 

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post აშშ-ის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, ისრაელი, როგორც ჩანს, მტკიცედ არის განწყობილი, გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები ირანის მოკავშირე „ჰეზბოლას" წინააღმდეგ ლიბანში. ეს მიზანი ეწინააღმდეგება ახლად მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პირობას, რომელიც ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების დასრულებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ანალიზი იმ დროს გავრცელდა, როდესაც ნეთანიაჰუს მთავრობასა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იზრდება. ადმინისტრაციის წევრებმა საჯაროდ გააფრთხილეს ისრაელი, თავი შეიკავოს „ჰეზბოლაზე" იმგვარი თავდასხმებისგან, რამაც შესაძლოა ტრამპის შეთანხმება ჩაშალოს.

თუ ნეთანიაჰუ ლიბანში სამხედრო კამპანიას გააძლიერებს, ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ოთხშაბათს აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძვლებს, არამედ შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან.

აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიშის თანახმად, შემოდგომაზე დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების ფონზე, ნეთანიაჰუს პოლიტიკური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, დაანახებს თუ არა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ლიბანიდან ჯარებს არ გაიყვანს და „ჰეზბოლასთან" ბრძოლის ესკალაციას გეგმავს. ამის შესახებ ანგარიშის დეტალების მცოდნე ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. აღნიშნულმა პირმა, ისევე როგორც სხვა რესპონდენტებმა, კომენტარის გაკეთება ანონიმურობის პირობით არჩია, საკითხის მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე.

აშშ-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებით, სადაზვერვო ანგარიშში ასევე აღწერილია ისრაელის უკმაყოფილება ტრამპის სამშვიდობო მემორანდუმის პირობების გამო, რაც ხელს უშლის ისრაელის უფრო ფართო მიზანს - შეინარჩუნოს მაქსიმალური ზეწოლა თეირანზე.

როგორც ერთმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ანგარიშში ასახულია ისრაელის განწყობა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულმა შეთანხმებამ შესაძლოა შეზღუდოს ქვეყნის შესაძლებლობა, დაიცვას თავი „ჰეზბოლასგან".

 

 





მსგავსი სიახლეები
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო
სომხეთის ცესკო-მ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა