ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ, 2024 წლის შემდეგ პირველად,  ერთიანად მიიღო გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ.

მაკრონის თქმით, ევროპელები რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლები არ არიან, თუმცა,  როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ, რადგან საქმე ევროპის ინტერესებს ეხება.

„გუშინ ჩვენ ძალიან მკაფიო დისკუსია გავმართეთ. ევროპელები შუამავლები არ ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. მას დახმარებასა და მხარდაჭერას ვუწევთ. რუსეთს სანქციები დავუწესეთ. როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება, ევროპელები მაგიდასთან უნდა ვიყოთ. ევროპა პირდაპირ ჩართულია იმაში, რაც უკრაინაში ხდება, იმ დახმარების მეშვეობით, რომელიც ჩვენ მათ  მივეცით; გაფართოების საკითხის მეშვეობით, რომელიც ევროპელებს ეხება, და იმ ფინანსური მხარდაჭერისა და სესხების მეშვეობით, რომელთა გაცემაც შესაბამისი ფინანსური რეგულაციის ფარგლებში შევძელით. ამიტომ, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა, რამდენადაც მისი უფლებამოსილებები განსაზღვრულია, მაგიდასთან ადგილს დაიკავებს. თუმცა, წევრ ქვეყნებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, კოშტა მათ ვერ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიების საკითხში, რომელიც ნებისმიერი მოლაპარაკების მთავარი ელემენტი იქნება. ამიტომ, ჩვენ შუამავლები არ ვართ, ეს არის პირველი პუნქტი. მეორე პუნქტი არის ის, რომ  ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ვიყოთ, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება", - აღნიშნა  ემანუელ მაკრონმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო