თინა ბოკუჩავა - გულდასაწყვეტია, როცა სააკაშვილი ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და შემდეგ სხვა კანდიდატს ასახელებს
გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და რამდენიმე დღის შემდეგ საპირისპირო, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის პოსტებს კითხულობ და უკვე სხვა კანდიდატს ასახელებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამაში გარკვეული როლი ითამაშეს „იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან".
„ქვეყანაში არ ვიყავი, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებს. გაერთიანებულ სამეფოში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, შეხვედრები პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ. იქიდანვე გამოვეხმაურე ამ მოვლენას, რადგან მივიჩნიე, რომ ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, ნანუკას შეუძლია, დადებითი დინამიკის და იმპულსის შემოტანა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". დიდი ხანია, ის არის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი, ამიტომ, იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერიც იყო ბუნევრივად. უაღრესად დასაფასებელია მისი ენერგია, საორგანიზაციო ნიჭი, ის, რომ ამდენ ადამიანს ეხმარება, მისი შრომა, რასაც აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში. შესაბამისად, პირიქით, ძალიან პოზიტიურად აღვიქვი და აღვიქვამ დღესაც მის გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოსტებს, ბუნებრივია, ერთგვარად გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს ადამიანმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თვმჯდომარეს, რომ სწორედ ჩემი მონაწილეობით, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის, განხორციელებულიყო ცვლილებები, რომლებიც სასიცოცხლოდ გვჭირდება. ასეთ ვითარებაში, როდესაც რეპრესიები გრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია გადაჯგუფება, ახალი ადამიანების მოყვანა, ახალი ენერგიის მიცემა, ახალი ხედვების შემოტანა პარტიაში. ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამის გარეშე პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ არსებობს. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და უკვე სხვა კანდიდატს ასახელებს. რა შეიცვალა, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რას დავაბრალო ეს - მისკომუნიკაციას, იზოლაციას, გაუგებრობას. ვფიქრობ, გარკვეული როლი ითამაშეს და თამაშობენ იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან. სახელებს და გვარებს ნამდვილად არ დავასახელებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
თინა ბოკუჩავა - გულდასაწყვეტია, როცა სააკაშვილი ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და შემდეგ სხვა კანდიდატს ასახელებს
,, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ''- მაკა ბოჭორიშვილი
გია ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი ან გამოუცდელი მოვიდეს და ამხელა პარტია თვალდახუჭული ვენდოთ
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი
ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ - მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას, აღვნიშნეთ ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
,, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
,,დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში