პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ

 

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.

თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის" ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ ეს არის პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლო, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას.

„ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებებს, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემას, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს... ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ნაწილისთვის „უპა-ს გმირების" სახელის მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის" ორდენის ჩამორთმევის შესახებ", - განაცხადა ნავროცკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო პუტინი - დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე. ეს ომი ევროპისთვის ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ", - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ფრიდრიხ მერცი
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა
დონალდ ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პედრო სანჩესი - ჯორჯია მელონის პირადადაც განვუცხადე და საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას
ევროპელები შუამავლები არ ვართ, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებები როდესაც გაიმართება, ევროკავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
,,ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს თუმცა დიალოგის მომხრე ვარ''- რობერტ ფიცო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა