მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

18 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ალაზნის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის მარცხენა დამცავი კედელი დააზიანა.

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, შპს „საქართველოს მელიორაციის" შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ტექნიკური მონიტორინგისა და ექსპლუატაციის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. ვითარების შეფასებისთანავე, სამუშაო პროცესში ოპერატიულად ჩართეს სპეციალური ტექნიკა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მყისიერად დაიწყო.

 

„პარალელურ რეჟიმში, ობიექტის კაპიტალურად შეკეთების მიზნით, კომპანიამ დაიწყო შემდგომი სამუშაოების პროექტირება, რაც ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს. ადგილზე ვითარებას პირადად ეცნობა და მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობს შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.

 

აღნიშნული საპასუხო ღონისძიებები ხაზს უსვამს სტიქიურ მოვლენებზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობას. საავარიო-აღდგენითი და შემდგომი კაპიტალური სამუშაოების დროულად განხორციელება აუცილებელია რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ასევე, მოსალოდნელი რისკების პრევენციისა და მოსახლეობის სავარგულების უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სამტრედიაში 4 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
რატომ ეხუმრა არახამია რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელს?
ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაშია
აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან
ვინ ელევა და ვინ ვერ ელევა რუსულ ენერგორესურსებს
სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
ირაკლი მუკნიაშვილი: „უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება”
ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია
თეონა აქუბარდია: საქართველო უნდა იყოს დასავლეთის მთავარი დასაყრდენი რეგიონში
„სახელმწიფო – შენი პარტნიორი" ზუგდიდის მერიის ახალი პროექტი
რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო
ქობულეთს გაზაფხულზე კეთილმოწყობილი ბულვარი ექნება
გორის საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს