საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

 

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვას საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 





მსგავსი სიახლეები
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
სულხან თამაზაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
„ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექისა და წყლის ნაკადის მატების გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი
კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა