ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.

„როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩეოდა. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების ინტერვენციას, ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები, ვისაუბრეთ ახალგაზრდების ჩართულობაზე იმ საარჩევნო პროექტებში რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომელიც უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესში და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად.

ხელვაჩაურში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
გივი მიქანაძე - გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა