ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „შუადღე".
„დარგის ექსპერტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, მინისტრები, მერები, საჯარო ადმინისტრირებასა და სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები - ყველა ეს ადამიანი სამი დღის განმავლობაში თბილისში ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სერვისების გაცემის მიმართულებით არსებული გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის მიერ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების აღიარებაა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია", - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილის თქმით, გარდა საჯარო სერვისების განვითარებისა, ფორუმი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.
„ჩვენი მიზანია, სტუმრებს საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით კარგად გავაცნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, 100-ზე მეტი სახელმწიფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს პირისპირ ვესაუბროთ. ამ მხრივაც ძალიან ღირებული იქნება საქართველოში ამ ღონისძიების მასპინძლობა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმს „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა გახსნიან.
მსგავსი სიახლეები
,,ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს''- ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე
26 ივნისს საგაზაფხულო სესია მთავრდება, ეს კვირა დახუნძლულია, როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით - ირაკლი კირცხალია
„ლელო“ - სააკაშვილის განცხადება არის ოპოზიციას შორის დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში, ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა
მიხეილ სააკაშვილი - "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, "ახალი" თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის
გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ. რა თქმა უნდა დაწინაურდნენ და სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდაში
რატომ არ გმობთ?… გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე
,,გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა გაგეპროტესტებინოს"- მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს
,,საქართველოში ახალგაზრდებს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იძულებით განაწყობენ''- ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი
ვატო შაქარიშვილი ნიკა ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის - ამას არ გავაკეთებთ
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო