„ლელო“ - სააკაშვილის განცხადება არის ოპოზიციას შორის დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა
სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა. სიმართლეს ვერც შეურაცხყოფა და ვერც ცილისწამება გადაფარავს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, „სრულიად გაუგებარია, პოლიტიკოსის მხრიდან რა ლოგიკით შეიძლება, „ლელოს" პოლიტიკური საქმიანობა „ბიზნესპროექტად" შეფასდეს, როდესაც სწორედ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გვერდზე გადადეს საკუთარი მრავალწლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობა, პირადი კეთილდღეობა და ოჯახის უსაფრთხოება, რათა ღიად დაპირისპირებოდნენ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას".
„პოლიტიკური პრინციპულობის გამო, მათ ორჯერ თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე, იდგნენ საპროტესტო აქციებზე „ლელოს" წევრებთან და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ხოლო საკუთარი პრინციპული პოზიციის ერთგულების გამო პოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთაც გამოსცადეს. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის რუსული გავლენისგან გასათავისუფლებლად.
რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკურმა მმართველობამ ქვეყანა რუსულ ძალას გადააბარა, შემდგომ კი თავადაც აღმოჩნდა იმავე რუსული ხელისუფლების პატიმრობაში, ამასთანავე მისი პოლიტიკის შედეგად არაერთხელ მოხდა მისივე პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მძიმე შიდა კრიზისი, დაშლა და დასუსტება.
ნამდვილად სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება.
თუ ვინმეს ჩვენკენ ტალახის სროლა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამგვარ ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ვუპასუხებთ იმავე მეთოდებით. არც ტალახის სროლაში ჩავერთვებით და არც სხვისი შიდა კონფლიქტებისა და სისუსტეების საკუთარ თავზე გადმოტანის მცდელობას მივყვებით.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმავე პრინციპულობით, რაც დღემდე გვამოძრავებდა, და ამ ბრძოლას ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე.
აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ნათქვამია „ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებაში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, „ახალი" თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის" ელექტორატის ჩამოსართმევად".
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
,,ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს''- ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე
26 ივნისს საგაზაფხულო სესია მთავრდება, ეს კვირა დახუნძლულია, როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით - ირაკლი კირცხალია
„ლელო“ - სააკაშვილის განცხადება არის ოპოზიციას შორის დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში, ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა
მიხეილ სააკაშვილი - "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია, "ახალი" თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის
გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ. რა თქმა უნდა დაწინაურდნენ და სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდაში
რატომ არ გმობთ?… გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე
,,გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა გაგეპროტესტებინოს"- მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს
,,საქართველოში ახალგაზრდებს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იძულებით განაწყობენ''- ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთის ფედერაციასთან ერთად ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირი
ვატო შაქარიშვილი ნიკა ობოლაძეს: თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის - ამას არ გავაკეთებთ
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4მლნ-იანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?