,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!
56 წელი ძალიან მცირეა ამ წუთისოფელში იმ ადამიანისთვის, ვინც მოასწრო და თავისი სიცოცხლის თითოეული წუთი მოყვასის, პირველ რიგში კი-ქვეყნის მსახურებას მიუძღვნა.
დღეს, მის მიერ გაკეთებულ უამრავ სიკეთეზე საუბრობს ყველა- დაცემული მეგობრის წამოსაყენებლად გაწვდილ ხელზე, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, გასახანგრძლივებლად გაწეულ თანადგომაზე, ნაცნობისა და უცნობისთვის გაღებულ მადლზე. დღეს, თემურ უგულავას სახით, ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი, ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში, თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა...
თუმცა, ჩვენ, მისმა თანამებრძოლებმა, ჩვენი წილი თემურ უგულავა დავკარგეთ; ჩვენ, ვისთან ერთადაც, იარაღით იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის!
... ის არასოდეს არ საუბრობდა ამაზე ხმამაღლა!.. თუმცა, ბრძოლის ველზეც ისეთივე შეუპოვარი და პრინციპული გახლდათ, როგორც დასახული მიზნისკენ სვლაში! მან ბევრის მიღწევა შეძლო, თუმცა, მისთვის ყველაზე სანუკვარი სურვილი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყო!
მჯერა, თემურის ეს სურვილი, ღვთის ნებით, მალე იქცევა რეალობად და მარადისობაში გადასული მისი სული გაიხარებს ზეციურ საქართველოში!
მინდა, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა თემურ უგულავას ოჯახს, შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს, მისი უშურველი ქველმოქმედებით იმედდაბრუნებულ უამრავ ადამიანს და ჩვენს ქვეყანას, რადგან თემური, საქართველოს ძალიან დააკლდება!
მშვიდობით არა, ნახვამდის, თემურ, ძმაო, თანამებრძოლო და მეგობარო! ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს შენს კეთილშობილ სულს!
მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ქართული მიწა!
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და თემურ უგულავას თანამებრძოლები
მსგავსი სიახლეები
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი