ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება".
„დღეს ევროსაბჭოში იმართება ე.წ. მსჯელობები საქართველოზე. იცით, რომ ევროსაბჭოს მანდატი დავტოვეთ, რადგან იქ იყო ორმაგი სტანდარტი, გაუგებარი მოწოდებები, გარკვეული ლობისტების მიერ დაორგანიზებული შეხვედრები, ტექსტები, ჩვენი ქვეყნის გაშავება. ამიტომ დროებით პაუზა ავიღეთ. ამით, ეტყობა, მორიგ ჯერზე სარგებლობენ და იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. უსამართლობით არის გამსჭვალული და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუცია. ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის. მეტსაც გეტყვით, ზოგადად, ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის, მათ შორის, ამ ევროპულ ინსტიტუციებში. იქ, სადაც არის უარგუმენტობა, ორმაგი სტანდარტი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შელახვა, ბუნებრივია, არაფერი გვესაქმება და არც გვაინტერესებს", - განაცხადა ზარქუამ.
მსგავსი სიახლეები
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები
ირაკლი ზარქუა – ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, ბელადმა ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა
ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს
გიორგი შარაშიძე – გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, დაიცვას ვალდებულებები
ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ
გიორგი გვარაკიძე – გადადგომას არ ვაპირებ, საიდან მოიტანეთ, რომ ვაპირებ სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას?
,,ასამბლეაში საქართველოს არყოფნა არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის''- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ალან ბერსე – საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის
,,2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა ''- სახალხო დაცველი
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა