ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება, გამჭირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში.

 

„საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება. გამჭირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ჩვენ უარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორიც იყო, მაგალითად ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში.


მთლიანობაში, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს იყო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული ერთი წლის განმავლობაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხლისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება, გამჭირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება
პრემიერი - ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის 1-წლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მლნ ლარი
თენგიზ შარმანაშვილი – ევრობიუროკრატიის მიზანია, საქართველო მუდმივი წნეხის და შანტაჟის ქვეშ ამყოფოს, რომ ქვეყანა გადაერთოს გლობალური ძალების დღის წესრიგზე
მაკა ბოჭორიშვილი 26-27 ივნისს ხორვატიაში "დუბროვნიკის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
ნიკოლოზ სამხარაძე – პუტინის მრჩევლად ე.წ. პრეზიდენტის გადაყვანა კომიკური ამბავია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვაა, რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ირაკლი კობახიძე - აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული
მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით
პრემიერი - ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს", რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოსგან მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ, მათთვის მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა