,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე -  ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. 
მისივე თქმით, სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა.
„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ სხდომათა დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე. გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა აქ რთულია რაიმე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება და არც პატრიოტიზმი, რთულია, სხვანაირად იმოქმედო და ამ დღეში არიან ეს ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ ვიტყვი - კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს. როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, აგენტობაზე, იქ უბრალოდ შეუძლებელია შენთვის, რომ იმოქმედო ღირსეულად, კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის, ახალგაზრდები და მთავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომელთაც პოლიტიკაში უნდათ მოსვლა, თუ არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლა, არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე. მე მახსოვს, პოპულარიზაციას ცდილობდნენ აგენტობის და მიჯნავდნენ ქვეყნებს ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც და ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა,"- აღნიშნა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
პრემიერი - ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე