ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „სისტემური ძალადობა „ქართული ოცნების" საფირმო ნიშანი გახდა".
„მოვისმინეთ ანგარიში ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა საქართველოს პარლამენტში საკუთარი ქოცური ზონდერული დაჯგუფების მეშვეობით, ძალადობით გადაწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ძალადობას, სიძულვილის ენას ებრძვიან. დღეს კი მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა „ოცნების" საფირმო ნიშანი გახდა და ძალადობა არის საფირმო ნიშანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს ქიმიურად წამლავს. ამისი არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაც არსებობს. სისტემური ძალადობა „ოცნების" საფირმო ნიშანი გახდა. დღეს ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად. ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანიათ თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ" ოლიმპიური ჩემპიონები ქოცზონდერებად გადააქცია. ვნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა საქართველოს პარლამენტში შეაღწია და ეს სიმპტომია. ფაქტია, ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. მათ შორის ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა.მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ღირსეულად, სიმართლით იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის. ცდილობენ, შემოგვასაღონ, თითქოს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა განახორციელა თავდასხმა მათი პოლიტიკური გუნდის მისამართით, თურმე გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა სამ ოლიმპიურ ჩემპიონს და სამ თუ ოთხ სპორტსმენს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კითხვაზე, „როდესაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რას გულისხმობთ, სარჩელის შეტანას აპირებთ?", ბერდია სიჭინავამ უპასუხა:
„ვისთან შევიტანოთ, გიორგი გვარაკიძესთან? წელიწად-ნახევარია, იძიებენ საქმეს გიორგი გახარიას თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის მოდული, როგორ საქმიანობს სამართალდამცავი სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. პროფესიული, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება".
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის
გიორგი პატარიძე - ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა
ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა