გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ

კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ექიმისთვის, მაკა იოსელიანისთვის, შეთავაზებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრა, მაკა იოსელიანის სურვილით, 29 ივნისამდე გადაიდო.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს. მინდა, შევხვდე ექიმს, გავცვალოთ პოზიციები. ჩვენც გვაქვს საკმაოდ საინტერესო, როგორც ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, ასევე, კიდევ სხვადასხვა დეტალები. გვინდა, ექიმთან გავიაროთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი. ყველანაირი უფლება გვაქვს, ამ ადამიანთან გავიაროთ, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. მე პირადად მქონდა სურვილი, შევხვედროდი მაკა იოსელიანს, გამევლო ყველანაირი საკითხი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, შემდეგ უკვე დაგვეგეგმა სამომავლო მკურნალობის ტაქტიკა. წინა ჯერზეც თავი შევიკავე და ვთქვი, რომ თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან. ეს ადამიანი არის მსჯავრდებული, ჩვენ ვართ პენიტენციური სამსახური, შესაბამისად, მგონია, ამით უკვე ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა, გავაკეთო დამატებითი კომენტარები, თუნდაც ამ ექვსთვიან პროცესთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ დამიჯერეთ, ეს მის ინტერესებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

 

როგორც გიორგი პატარიძე აცხადებს, ბრიფინგებით საუბარი აბსურდის ტეატრს ემსგავსება და ყველაფერს არის მოკლებული, რადგან საჭიროა პენიტენციურმა სამსახურმა შეაფასოს რეალური მდგომარეობა ელენე ხოშტარიას მკურნალ ექიმთან ერთად.

 

„ექიმი როდესაც გამოდის და იძახის, ადამიანი განიცდის საშინელ ტკივილს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერს არის მოკლებული. ბრიფინგებით საუბარი აბსურდის ტეატრია. საჭიროა მკურნალ ექიმთან ერთად ელენე ხოშტარიას რეალური მდგომარეობის შეფასება. 2026 წლის თებერვალში საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. ისევ თუ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს, არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მე იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია