მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს.

 

„აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისტორიული კავშირები, საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემა განამტკიცებს.

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განვითარებას, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს.

 

პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მიხეილ ყაველაშვილმა ვესელინ ვალკანოვს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 





მსგავსი სიახლეები
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
თენგიზ შარამანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით
ტატა ხვედელიანი – პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს