ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა

 

მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას.

კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას.

„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველოდებით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
თენგიზ შარამანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით
ტატა ხვედელიანი – პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს