Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა

 

Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.

სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია.

Moody's-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები. ამასთან, დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას მეტად მდგრადს ხდის შოკების მიმართ.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე. მთავრობის ვალი კი მოსალოდნელია, კვლავ შემცირდეს და მშპ-ის 30%-მდე ნიშნულს დაუახლოვდეს.

Moody's აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები მოხმარება და ინვესტიციები იქნება, რაც ვალის გონივრულ მართვასთან ერთად ხელს შეუწყობს ფისკალურ სიჯანსაღეს. ზრდის ხელშემწყობად ასევე აღნიშნულია ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად იზრდება და ხასიათდება ვიზიტორების დივერსიფიკაციით.

Moody's ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ფისკალური და მონეტარული კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
ვახტანგ ცინცაძე: "მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას"
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
საქართველოში მაისში ეკონომიკურმა ზრდამ – 6.4%, ხოლო იანვარ-მაისში 7.8% შეადგინა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივნისიდან
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
ლევან მოსეშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს
ირაკლი კობახიძე - 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ირაკლი კობახიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება, მოლაპარაკებების შედეგად დავინახეთ ოპტიმიზაციის დიდი რესურსი, კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად, ქვეყანას დავუზოგეთ 52.5 მილიონი დოლარი
ირაკლი კობახიძე - 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ირაკლი კობახიძე - 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
ირაკლი კობახიძე - პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც