რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული მუზეუმში სამეცნიერო-პოპულარული ფილმის - „არგონავტების, კოლხებისა და ოქროს საწმისის ნამდვილი ამბავი‘‘ პრეზენტაცია შედგა.


ფილმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, „სამეცნიერო-პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსის" გამარჯვებული პროექტია.


პრეზენტაციაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ისტორიის კვლევა-ძიებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ფონდის პრიორიტეტია.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფილმის რეჟისორმა, ისტორიკოსმა თომა ჩაგელიშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

 


დოკუმენტური ფილმის „კოლხებისა და „ოქროს საწმისის" ნამდვილი ამბავი" მიზნად ისახავს ძველი კოლხეთის ისტორიისა და კულტურის, არგონავტების მითის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. ფილმი ადასტურებს, რომ საქართველოში მეცნიერება ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყო მოწოდების სიმაღლეზე და უცხოელები იმ გასაიდუმლოებული ცოდნით იყვნენ დაინტერესებული.


შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ფილმის ჩვენება სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.


დოკუმენტური ფილმის „არგონავტების, კოლხებისა და ოქროს საწმისის ნამდვილი ამბავი" პროდიუსერია ვიქტორია ქავჟარაძე, დამდგმელი ოპერატორი - კახაბერ მშვიდობაძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში, ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"
პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 9 000 აბონენტს შეუწყდება
,,არ ენდოთ უცნობი ნომრებიდან განხორციელებულ ზარებს ''- „მაგთიკომი“ მოქალაქეებს აფრთხილებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივლისიდან
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი KEK-ის პროფესორს შეხვდა
30 ივნისის ამინდის პროგნოზი
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
29 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები''- შიო III
ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - შიო მესამე
გულითადად გვინდა მივულოცოთ აბიტურიენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, ვუსურვებთ წარმატებას, რათა ეს ღირსეული შრომა უფლის მიერ დაუფასდეთ - მღვდელი საბა გაზდელიანი
საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდმა ავიაკომპანიამ შეასრულა
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით