თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს

თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს.


როგორც ბაია პატარაია წერს, „მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული".


„რამდენიმე დღის წინ, რუსი ინფლუენსერი დამიკავშირდა „ინსტაგრამზე" და მთხოვა გამერკვია და შემდეგ საზოგადოებისთვის მეცნობებინა შემზარავი ფემიციდის შესახებ. ამბავი ასეთია: აზერბაიჯანიდან ერთი ახალგაზრდა, ლამაზი, ობოლი გოგო შეყვარებულმა გამოიტყუა. საქართველოში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ერთადო. მანამდე ეს გოგო სხვაზე დანიშნეს ნათესავებმა, რომელმაც ამ გოგოსგან ვალი აიღო და აღარ დაუბრუნდა. მოკლედ, ასე სიყვარულს და ახალ ცხოვრებას მინდობილი ჩამოვიდა. შეპირებული სამსახური არ გამოვიდა, როგორც კი ფული გამოელიათ, ამ გოგოს „აიფონი" დაალომბარდა შეყვარებულმა ბიჭმა, მანამდე მაგრად სცემა ეს გოგო, დააგდო ქუჩაში და მარტო დაბრუნდა აზერბაიჯანში.


ნაცემი და უცხო ქვეყანაში უყველაფროდ დატოვებული აზერბაიჯანელი გოგო ერთმა კეთილმა სომეხმა ქალმა შეიფარა, თავისი აზერბაიჯანელი დაქალიც მოუყვანა კარგად საკომუნიკაციოდ და ნათესავებთან დაარეკვინა. ჩამოვიდა ნათესავი, ახალგაზრდა კაცი, ბინას ვუქირავებო და რამდენიმე თვეში უკან გავაბრუნებ აზერბაიჯანში, როცა სიტუაცია დაწყნარდებაო და წაიყვანა ეს გოგო. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ეს გოგო მალევე გაქრა. აზერბაიჯანიდან უმცროსმა დამ ძებნა რომ დაუწყო, ამ სომეხ ქალს დაურეკა, მეორეა დღეა ვერ ვეკონტაქტები და იქნებ ვარკეთილში ბინაში მიაკითხოო. მივიდა ეს სომეხი ქალი, კარი არავინ გაუღო, მეზობლებში გაარკვია, რომ დიდი ჩხუბის ხმა ისმოდა წინა ღამეს. (ცხადია, პოლიციას არავინ გამოუძახა. ეს ჯერ ვერ ვისწავლეთ ამ ქვეყანაში). დარეკა ამ სომეხმა ქალმა პოლიციაში, პოლიციამ შეამტვრია კარი და მოკლული გოგო იპოვა ბინაში. მკვლელი თურქეთში გაიქცა. გამოცხადებულია ძებნა.


დღეს დილას „საფარმა" პროკურატურას მიმართა, გაგზავნა ორდერი და მოითხოვა საქმეში ჩართვა. ახლა პროკურორის გადასაწყვეტია, მოგვცემენ თუ არა უფლებას ვიყოთ ამ საქმეში იურისტებად, რადგან მოკლულის ერთადერთი ოჯახის წევრი აზერბაიჯანშია და ჯერ ის უნდა იქნეს აღიარებული უფლებამონაცვლედ.


რუსი ინფლუენსერი ქალი, რომელსაც აზერბაიჯანელი ქმარი ჰყავს ღელავს, რომ მკვლელი დაუსჯელი დარჩება, ფემიციდის ეს საზარელი დანაშაული კი - შეუმჩნეველი, რადგან აზერბაიჯანში ის უკვე „ღირსების დანაშაულად" მიიჩნიეს. ანუ ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის" მოტივით ამართლებენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ვიცოდეთ ყველამ: ქართველებმაც, აზერბაიჯანელებმაც, სომხებმაც და თურქებმაც.


იმისთვის, რომ არაფერი მიჩუმათდეს, არაფერი დაიმალოს და მკვლელი დაუსჯელი არ დარჩეს, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა!


მოვუწოდებ ქართულ და არაქართულ მედიებს გამოიძიონ ეს საქმე.


მოვუწოდებ პროკურატურას, ჩაგვრთოს საქმეში მოკლულის დის სახელით, რათა მოგვცეს საშუალება, შევისწავლოთ საქმის მასალები იმ ფემიციდისა, რომელიც უკვე სამ ქვეყანას ეხება", - წერს ბაია პატარაია.





მსგავსი სიახლეები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
„დროას“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ
"მოლოდინი მაქვს, ყველას პასუხისგებაში მიცემის" - ეკა კუპატაძე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის შესახებ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მამუკა მდინარაძე – გიგა ავალიანის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა, რომლიდან გადახვევა შესაძლოა, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც
მამუკა მდინარაძე – სუს-მა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც
თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა
პრემიერი - ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ