მამუკა მდინარაძე – სუს-მა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა.
„ბუნებრივია, შევეხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებულ საქმიანობასაც. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 6 პირი - მოგეხსენებათ, რომ, უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ გაბედული გადაწყვეტილებების ასეთი მოკლე დროის მონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე დაკავებულია სამი პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატებული მუშაობა გრძელდება სუს-ის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორცილების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაცის მინიჭების უფლება.
უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციის რაოდენობა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი. შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
„დროას“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ
"მოლოდინი მაქვს, ყველას პასუხისგებაში მიცემის" - ეკა კუპატაძე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის შესახებ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მამუკა მდინარაძე – გიგა ავალიანის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა, რომლიდან გადახვევა შესაძლოა, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც
მამუკა მდინარაძე – სუს-მა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც
თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა
პრემიერი - ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ