სპეციალისტების რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

„თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება.

ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან უსაფრთხოების წესები, მოერიდონ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ კი - აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ლაიმის დაავადების განვითარების რისკს, რადგან ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას.
„სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით.

 

მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს, ხოლო მისი მოშორების შემდეგ - აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება" -განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.





მსგავსი სიახლეები
"კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისიდან
სპეციალისტების რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან
გამოვლინდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები
4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში, ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"
პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 9 000 აბონენტს შეუწყდება
,,არ ენდოთ უცნობი ნომრებიდან განხორციელებულ ზარებს ''- „მაგთიკომი“ მოქალაქეებს აფრთხილებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივლისიდან
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი KEK-ის პროფესორს შეხვდა
30 ივნისის ამინდის პროგნოზი
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
29 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები''- შიო III
ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - შიო მესამე
გულითადად გვინდა მივულოცოთ აბიტურიენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, ვუსურვებთ წარმატებას, რათა ეს ღირსეული შრომა უფლის მიერ დაუფასდეთ - მღვდელი საბა გაზდელიანი