მამუკა მდინარაძე – გიგა ავალიანის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა, რომლიდან გადახვევა შესაძლოა, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც
ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არამხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა, შეიძლება, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი.
„ეს არის ძალიან გახმაურებული, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, კაზუსუალურადაც კი საქმე, სადაც ხდება მუდმივად საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. იგივე შემიძლია, ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც გითხრათ, ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი იქ და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ამ წუთებში, მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება, უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.
აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არამხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა, შეიძლება, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.
დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება, შეიძლება, სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიყვანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირისადმი ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული ემოციურ ფონზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
„დროას“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ
"მოლოდინი მაქვს, ყველას პასუხისგებაში მიცემის" - ეკა კუპატაძე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის შესახებ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მამუკა მდინარაძე – გიგა ავალიანის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა, რომლიდან გადახვევა შესაძლოა, პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც
მამუკა მდინარაძე – სუს-მა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც
თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა
პრემიერი - ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ