საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

დღეიდან, თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონი" დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ.

 

„საგანძურის მარათონის" დასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთ-ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია.


მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაა - მონაწილეების მიერ დაგროვილი მონეტები გავლენას ახდენს როგორც პირად შედეგებზე, ისე საკუთარი საგვარეულოს წარმატებაზე. საბოლოოდ, ფინალში მხოლოდ გამარჯვებული საგვარეულო გადავა და მისი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას 50 000 ლარისთვის.


მონეტების დაგროვება მონაწილეებს სხვადასხვა მისიის შესრულებით შეეძლებათ. ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიები მოიცავს მარტივ ფინანსურ აქტივობებს მობაილბანკში - მაგალითად, თანხის გადარიცხვას, ელ ფოსტის ვერიფიკაციას და სხვა ყოველდღიურ მოქმედებებს. მარათონის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მეგობრების მოწვევით დამატებითი მონეტები გამოიმუშაონ. გარდა ამისა, ყოველდღიურად მომხმარებლებს მინი-თამაში გაეხსნებათ, სადაც მონეტების დაგროვება იქნება შესაძლებელი.

 

„საგანძურის მარათონში" გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად და შესაბამისად, დაჯილდოვდებიან 100, 2000 ან 10 000 ლარით. თითოეულ საგვარეულოს ეყოლება ერთი ლიდერი გამარჯვებული; შესაბამისად, დღის, კვირისა და თვის პრიზებს ოთხი მონაწილე მიიღებს.

 

მარათონის დასრულების შემდეგ, ფინალში გადასული საგვარეულოს წევრებისთვის სპეციალური 24-საათიანი სპრინტ მარათონი გაიმართება. დასკვნით ეტაპზე, დამატებითი ინფორმაცია ფინალის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი.

 

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გამოცდილება მხოლოდ მარტივი და სწრაფი კი არა, სასიამოვნო და საინტერესო პროცესიც იყოს. სწორედ ამიტომ, „საგანძურის მარათონით" მობაილბანკში ახალი თავგადასავალი იწყება - თამაში, რომელიც დაგეხმარება აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, გაიმარტივო ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება და მოიპოვო შანსი ფულადი პრიზების მოსაგებად.

 

გახადე ზაფხული უფრო საინტერესო - განაახლე თიბისის მობაილბანკი და შეუერთდი „საგანძურის მარათონს". 

 

 





მსგავსი სიახლეები
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას
ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება
ნიკა გვარამია – არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან "ნაციონალური მოძრაობა" და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან
ნაოსნობაში ახალი წესებია - პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული
აბას არაღჩი – ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა, სხვა არც ერთ ქვეყანას ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს
გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი