„ნება მომეცით, დაგისვათ ერთი კითხვა - როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ ბრალდებული თქვენს მიერ წარდგენილია უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე?“
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ღია წერილით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის:
„ბატონო პრეზიდენტო!
ნება მომეცით, დაგისვათ ერთი კითხვა. გარწმუნებთ, თქვენი პასუხი საინტერესო იქნება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლეობისთვის. როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც გულწრფელად უყვარს უკრაინელი ხალხი და პატივს ცემს უკრაინის სახელმწიფოს, რომ დამნაშავე, ქართული მართლმსაჯულების მიერ არაერთ დანაშაულში ბრალდებული თქვენს მიერ წარდგენილია უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სამართალი ჯერ არავის გაუუქმებია, ისევე, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემის საერთაშორისო წესები. უკრაინის პრეზიდენტს არ ეკადრება მეგობარი სახელმწიფოსა და მისი ხალხის შეურაცხყოფა. პრეზდენტები მოდიან და მიდიან, ხალხი კი რჩება.
გიორგი ხაინდრავა,
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე“
მსგავსი სიახლეები
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს -ირაკლი კობახიძე
"აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო"
შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს
„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება“
„ნება მომეცით, დაგისვათ ერთი კითხვა - როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ ბრალდებული თქვენს მიერ წარდგენილია უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე?“