„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნებზე სოციალურ ქსელში აკეთებს კომენტარს და წერს:
„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის.„
მსგავსი სიახლეები
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს -ირაკლი კობახიძე
"აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო"
შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს
„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება“
„ნება მომეცით, დაგისვათ ერთი კითხვა - როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ ბრალდებული თქვენს მიერ წარდგენილია უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე?“