სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი ადგილობრივი დროით 02:30 საათზე აფრინდა და ოთხი წუთის შემდეგ დისპეტჩერებთან კონტაქტი დაკარგა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.





მსგავსი სიახლეები
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სამტრედიაში 4 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
რატომ ეხუმრა არახამია რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელს?
ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაშია
აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან
ვინ ელევა და ვინ ვერ ელევა რუსულ ენერგორესურსებს
სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
ირაკლი მუკნიაშვილი: „უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება”
ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია
თეონა აქუბარდია: საქართველო უნდა იყოს დასავლეთის მთავარი დასაყრდენი რეგიონში
„სახელმწიფო – შენი პარტნიორი" ზუგდიდის მერიის ახალი პროექტი
რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო
ქობულეთს გაზაფხულზე კეთილმოწყობილი ბულვარი ექნება
გორის საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს