„როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ ინიციატივით, რუხის საავადმყოფოს რენდგენის აპარატი გადაეცა
12 აპრილს, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რენდგენის პორტატული აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, დღეისათვის, ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, ასევე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ გააჩნია.
„დღეს, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორისგან“, ციფრული პორტატული რენდგენის აპარატი გადმოგვეცა. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, რაც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების დიაგნოსტიკას. რენდგენის აპარატის გადმოცემა ნამდვილად დროული და საჭირო იყო კლინიკისთვის, რაც, შემდგომში, ექიმებს სწორ დიაგნოსტირებაში დაეხმარება“, - განაცხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მმართველმა, - დავით შონიამ.
ღონისძიებას ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’, რუხისა და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს და „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის'' ხელმძღვანელობა ესწრებოდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: კლუბის პრეზიდენტი, წევრები, - ბაშარ ასფური და მიხეილ ჩანტლაძე, ზუგდიდის მერი - გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია და მისი მოადგილე, - ნინო ვიბლიანი;

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტმა, - ივეტა ჭელიშვილმა განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება, აღნიშნული კლუბის საქმიანობის პრიორიტეტია.
„როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ავირჩიეთ სამედიცინო სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება. ამ კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა როტარი კლუბებთან პარტნიორობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან თანამშრომლობით, ჩვენ, გლობალ გრანტის პროექტის ფარგლებში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ციფრული პორტატული რენდგენის აპარატი გადავეცით. ეს პროექტი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან, აღნიშნული საავადმყოფო ემსახურება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, არამედ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებს“, - განაცხადა ივეტა ჭელიშვილმა.

როგორც „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტი აანონსებს, მსგავსი მიმართულების აქტივობები სამომავლოდაც იგეგმება.
მსგავსი სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი