როგორ გადაარჩინა ჰერმან გერინგმა ებრაელი ოჯახები - სამხედრო დამნაშავის ცხოვრების დეტალები
სიმონ კილაძე: ჰერმან გერინგი (ჩემთვისაც უცნობი დეტალები):
ყველამ თუ არა, უმრავლესობამ მაინც იცის, ვინ იყო ჰერმან გერინგი - მესამე რეიხის (ფაშისტური გერმანიის) რეიხსმარშალი, რეიხსტაგის სპიკერი, ავიაციის რეიხსმინისტრი - ლიუფტვაფეს ხელმძღვანელი, პოლიციის მინისტრი და ა.შ. ახლახან ჰერმან გერინგის შესახებ რამდენიმე უცნობი ფაქტი გავიგე.
როგორც ისტორიკოსები და გერინგის ბიოგრაფები წერენ, გერმან გერინგის დედა ფრანცისკა დიასახლისი, მამა ერნსტი კი ცნობილი იურისტი და დიპლომატი იყო - კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის ახლო მეგობარი. მუშაობდა ჯერ გერმანიის კოლონიის - "სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის" (ნამიბიის) საიმპერიო კომისრად, შემდეგ კი გერმანიის გენერალურ კონსულად კუბაზე, ეგვიპტეში და სხვა ადგილებში.
თვითონ ჰერმან გერინგმა (დაიბ. 1893 წელს) კი გერმანიის სამხედრო აკადემია დაამთავრა, მფრინავი გახდა და მას პირველ მსოფლიო ომში დიდი სახელი გაუვარდა, როგორც გაბედულ, პროფესიონალ ავიატორს. პირველი ცოლი კარინი მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა, მეორე ცოლმა ემა გერინგმა (ზონენმანმა), ყოფილმა მსახიობმა, მემკვიდრე გოგონა გვიან, 45 წლის ასაკში გააჩინა. ჰერმანს ცოლი ძალიან უყვარდა და ხშირად ასრულებდა მის სურვილებს. მაგალითად, მეუღლის თხოვნით, გერინგი დაეხმარა ებრაელ მსახიობებს და ისინი სიკვდილს გადაარჩინა, ასევე ძალიან უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა უმცროს ძმას - ალბერტ გერინგს, მტკიცე ანტიფაშისტს, თხოვნის შესრულებაზე მისი თანამოაზრე ებრაელების სიკვდილის ბანაკიდან გამოსახსნელად.
1944 წელს ალბერტი გესტაპომ დააპატიმრა, მაგრამ უფროსი ძმა ჩაერია და იგი გაათავისუფლეს: "ალბერტ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ გირჩევ მოეშვა პოლიტიკას, მე ვეღარ გიშველი, ჩემი გავლენები უსაზღვრო არ არის', - სთხოვა ჰერმანმა უმცროს ძმას...
რასაკვირველია, ჰერმან გერინგმა იცოდა, რომ ასეთი ნაბიჯები დანაშაულად ითვლებოდა და ხშირად ამბობდა, ხოლმე, რომ ნათესავები მას დაღუპავენ, თუმცა მათ თხოვნაზე უარს ვერ ეუბნებოდა. სხვათა შორის, გერინგმა, ამჯერად უკვე საკუთარი ინიციატივით, სიკვდილისგან იხსნა ებრაელი რობერტ ბალინი ოჯახითურთ, რომელმაც იგი 1923 წლის ფაშისტური პუტჩის დროს მძიმედ დაჭრილი შეიფარა და უვლიდა. "პატივისცემა პატივისცემის წილ", - უთხრა მას გერინგმა შეხვედრისას.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰერმან გერინგსა და ადოლფ ჰიტლერს შორის მწვავე განხეთქილება მოხდა - რეიხფიურერმა მას, ბერლინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის არაორგანიზებულობის გამო, სახელმწიფოს ღალატი დააბრალა. ჰერმან გერინგი, მარტინ ბორმანის ბრძანებით, დაიჭირეს, ყველა წოდება ჩამოართვეს, პარტიიდანაც გარიცხეს. თუმცა ამერიკელებმა მიუსწრეს და საბოლოოდ, ოჯახითურთ, მათ ტყვედ ჩაბარდა.
ნიურბერგის სამხედრო ტრიბუნალმა ჰერმან გერინგს ჩამოხრჩობა მიუსაჯა, თუმცა კანონიერ დასჯამდე მან კალიუმის ციანიდით თავი მოიკლა. სხვათა შორის, დღემდე გაურკვეველია, ვინ გადასცა მას შხამი სპეციალურად დაცულ საკანში.
რაც შეეხება ჰერმან გერინგის ცოლ-შვილს:
ცოლს - ემას - ქონება ჩამოართვეს, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხუთი წლით კი თეატრის სცენაზე მსახიობობა აუკრძალეს. მოგვიანებით, 1960-იანი წლების ბოლოს, მან გამოსცა მემუარები სახელწოდებით "ჩემი ცხოვრება ჰერმანთან ერთად", გარდაიცვალა 1973 წელს მიუნჰენში.
ქალიშვილმა - ედა გერინგმა მიუნჰენის უნივერსიტეტი დაამთავრა, მამამისის პოლიტიკურ საქმიანობაზე არასდროს სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ მას ვიწრო წრეში საუბრისას უდანაშაულოდ მიიჩნევდა და მზრუნველ ადამიანად თვლიდა. გარდაიცვალა 2018 წელს. აღსანიშნავია, რომ იგი, როგორც ჰერმან გერინგის შვილი, გერმანიის ფართო საზოგადოებამ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიცნო.
მოკლედ, ჰერმან გერინგი სამხედრო დამნაშავე იყო, მან სიკვდილით დასჯა დაიმსახურა, მაგრამ ზოგჯერ დამნაშავის ცხოვრების დეტალებიც საინტერესოა. რას ვიზამთ, ცხოვრება რთული რამეა...
მსგავსი სიახლეები
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა