დგას თუ არა ქვეყანაში სასურსათო მარაგის ამოწურვის საფრთხე - ლევან დავითაშვილის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანას ამ ეტაპისთვის ორი თვის სამყოფი მარაგი აქვს.

 

„სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს ყველაზე კრიტიკული სასურსათო მარაგების. ამ შემთხვევაში საუბარია ძირითადად ხორბალზე. ჩვენ მუდმივად გვაქვს ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგი. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია რომელიც „ფაოს“ მიერ არის შემუშავებული. მაგალითისთვის, წინა თვეშიც შემოვიდა 30 000 ტონაზე მეტი ხორბალი, ასე რომ, ქვეყანაში სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყანამ 35 790 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც ჯამში 10.802 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობა დიდად შემცირებული არ არის, თუმცა 2020 წელს 38 972 ტონა ხორბლის ღირებულება 7.967 მილიონი დოლარი იყო.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0794 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
"ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, 2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 იანვრისთვის
ქართული ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგად 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალია მიღებული
თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება - დეტალები
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს - ვის შეეხება რეგულაცია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0775 ლარი გახდა
ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - წლის სტატისტიკა
დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
"ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად"
საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0875 ლარი გახდა
"გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება 2023 წლის განმავლობაში, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0900 ლარი გახდა