26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს (IOC) ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზეთისხილის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს.

 

ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

 

„ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მეხილეობის დარგის განვითარებას. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე 15 000  ფართობზე მეტი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ, მათ შორის არის ზეთისხილის პლანტაციებიც. ვგეგმავთ, საქართველოში შევქმნათ ზეთისხილის სანერგე მეურნეობა იმისათვის, რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ და ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ. ამასთანავე, სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება უკვე წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი. სახელმწიფო მზად არის, თანადაფინანსებით ხელი შეუწყოს დამატებითი საწარმოების შექმნას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს; განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო პირობებთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

ზეთისხილის მსოფლიო დღე საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

 





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0794 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
"ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, 2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 იანვრისთვის
ქართული ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგად 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალია მიღებული
თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება - დეტალები
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს - ვის შეეხება რეგულაცია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0775 ლარი გახდა
ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - წლის სტატისტიკა
დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
"ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად"
საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0875 ლარი გახდა
"გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება 2023 წლის განმავლობაში, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0900 ლარი გახდა