"ველური, მისტიკური და ცნობისმოყვარე თვალისგან დამალული" - Fodors Travel - ი სვანეთის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ონლაინ გამოცემას ხუთ მილიონამდე მკითხველს ჰყავს და მოგზაურობის მოყვარულებს საჭირო გამოცდილებას უზიარებს, რეკომენდაციებს უწევს ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, კულტურული ადგილებისა და კვების ობიექტების შესახებ.

 

„ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლება სულაც არ არის იქ, სადაც თქვენ ფიქრობთ“, – ამ სათაურით სტატიის ავტორი სვანეთის აღწერას იწყებს.

 

„ის კავკასიის მთების სიღრმეშია, ცივილიზაციიდან მოშორებული, იზოლირებული მთის რეგიონი ცაში დაცურავს. იმდენად შორს არის, რომ ბატონი არ ჰყოლია. ამიტომ შემორჩა ასეთი ველური, მისტიკური და ცნობისმოყვარე თვალისგან დამალული. სვანეთს კავკასიონის მთები ფარდასავით ეფარება. თუ გსურთ თოვლით დაბურული მთების, ღრმა ხეობების, უძველესი სოფლების ნახვა და სუფთა ჰაერის შეგრძნება თავგადასავლების მოყვარულებს წინ რთული გზა გაქვთ, ეს სვანეთია“, – წერს Fodors Travel-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს მესტიას, სვანეთის სამთო კურორტებს, სვანეთში ბათუმიდან და თბილისიდან მოხვედრის შესაძლებლობებს. სტატიაში აღწერილია მესტიის მუზეუმი, უშგული, სვანური კოშკები და სვანეთის კავკასიონის მწვერვალები.

 

Fodors Travel-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილთან ინტერვიუს სთავაზობს.

 

„წარმოიდგინეთ რომ ეწვიეთ უძველეს სოფლებს, რომლებიც კავკასიონის მთებში მშვენიერ ტყეებთან ახლოს მდებარეობს, სადაც ულამაზესი პეიზაჟებია, აქ ნახავთ საუკუნეების წინ ნაგებ ლამაზ ქვის კოშკებს. მნიშვნელობა არა აქვს როგორი მოგზაური ხარ, მოგწონს გარე თუ შიდა აქტივობა, ყველამ უნდა მიიღოს ეს გამოცდილება, რადგან სვანეთს თითოეული ვიზიტორისთვის უჩვეულო და შეუდარებელი ემოციების მოტანა შეუძლია. საუკუნეების განმავლობაში სტუმარი იშვიათი იყო, ამიტომ მასპინძლები განსაკუთრებული სიხარულით ხვდებოდნენ თითოეულ სტუმარს, ვინც მათ კარზე დააკაკუნებდა და განსაკუთრებით უმასპინძლდებოდნენ“, -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი Fodors Travel-თან.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია CNN-თან ერთად National Geographic-ს, Expedia-ს, Vogue-ის, Conde Nast Traveler-ს, TimeOut-ს, Wego-ს, AD-ს, ასევე სოციალურ ქსელებს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტატიებსა და ვიდეორგოლებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში, ისრაელში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მილიონობით ადამიანი გაეცნობა. მასშტაბური კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0794 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
"ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, 2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 იანვრისთვის
ქართული ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგად 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალია მიღებული
თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება - დეტალები
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს - ვის შეეხება რეგულაცია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0775 ლარი გახდა
ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - წლის სტატისტიკა
დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
"ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად"
საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0875 ლარი გახდა
"გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება 2023 წლის განმავლობაში, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0900 ლარი გახდა