"29 ნოემბერს, რაც მოხდა იმის ნახევრის ნახევარიც რომ გაებედა ვინმეს, სულს ამოხდიდნენ ულაპარაკოდ"

ძნელია, უფრო სწორედ ადვილი საყურებელი არაა, როცა ხედავ თუ როგორ ცდილობს რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკურად მოტივირებული თუ ანგაჟირებული, როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას შენი ქვეყნის პოლიციელებს, აი სწორედ იმათ ვისაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა აბარია, იმათ რომელსაც ფორმა აცვიათ, იმათ, რომლებსაც თუ საჭირო იქნება (და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს!), თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალს თუ ტერორისტს შეებმებიან... - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

"ყოველივე ამას, კი გასამართლებელ საბუთებს და თავისებურ ახსნას უძებნიან ის პოლიტიკოსები თუ ვაი-პოლიტიკოსები, რომელთა მმართველობის დროს 29 ნოემბერს რაც მოხდა იმის ნახევრის ნახევარიც რომ გაებედა ვინმეს სულს ამოხდიდნენ ულაპარაკოდ. თუ არ გახსოვთ 7 ნოემბერი და 26 მაისი გიხსენეთ, რომლის სისასტიკე პრინციპში კი აღიარა სააკაშვილმა, თუმცა ხელის დაბანასაც ოსტატურად, თავის სტილში შეეცადა, მე ტელევიზორში ვუყურებდიო...

 

არ ვიცი ამაზე რა უნდა თქვა-მერე რა გულმა მოგითმინა, რომ არაფერი არ მოიმოქმედე სისხლიანი დარბევების შესაჩერებლად, თუ უბრალოდ მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ პირადად არ ატრიალებდა ხელკეტს მომიტინგეების თავზე. ყველამ, დაიმახსოვროს მუნდირის ღირსება და პატივისცემა თითოეული მოქალაქეების ვალია, სამხედრო ფორმა იქნება თუ პოლიციელის, მათაც ჰყავთ ოჯახები, მეგობრები, ახლობლები და ნათესავები-და მათ წინააღმდეგ მიმართული შეურაცხყოფა სიტყვიერი თუ ფიზიკური მთლიანად სახელმწიფოს და საზოგადოების შეურაცხყოფაა, ეს ქმედება კი დაუსჯელი არ დარჩება! 

 

ჩვენ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ელჩებს და წარმომადგენლებს, ამერიკელებს, გერმანელებს, ფრანგებს თუ ბრიტანელებს, შვედებს თუ ნორვეგიელებს, ყველას, ყველას მინდა ვკითხო, თქვენთან როგორ ხდება ასეთი შემთხვევების დროს? პოლიციელზე შეურაცხყოფა კანონით ისჯება? პოლიციელზე ძალადობა? გინება? თუ პოლიტიკოსია (ან თავი მიაჩნია პოლიტიკოსად) შეურაცხმყოფელი ეპატიება? სახალხო დამცველი თუ გყავთ რას ამბობს ამ დროს? ჩვენთან არაფერს არ ამბობს და თქვენთანაც ასეა?  არა, მე კი ვიცი, მაგრამ იქნებ რამე შეიცვალა თქვენთან და გამომრჩა, გვასწავლეთ, გავიგებთ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, თან დიდხანს მოგვიწევს ერთად და მეგობრებად ყოფნა და დამერწმუნეთ, ეს საკითხი ყველაზე უფრო თუ არა სხვაზე არანაკლებად გვაინტერესებს,"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.





მსგავსი სიახლეები
" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში" - ცუცქირიძე
"დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, სსრკ-ის აღორძინების ეშინია"- არნო ხიდირბეგიშვილი
დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა
"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"
"პუტინი "იძულებული" იქნება "საპასუხო" ზომებს მიმართოს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს"
"აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი მგონი ის გახდება" - გიორგი კიკნაძე ენტონი ბლინკენის შესახებ
"საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები"- ზაალ ანჯაფარიძე
"3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?" - ზურაბ ქადაგიძე
"სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენს სილაჩრეზე"- თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილს
"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"
"ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია" - ალექსანდრე რუსეცკი
იტალიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ
"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას
"1973 წელს, არავინ იცის როგორ, მაგრამ ერევნის ,,არარატი" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში" - გიორგი იაკობაშვილი
"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს
"ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებო"
"არცერთი ექსპერტი არაფერს გვეუბნება, როგორ დავაზღვიოთ ან ავიცილოთ არმონაწილეობით გამოწვეული რისკები და საფრთხეები"- ზაალ ანჯაფარიძე
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს" - გია აბაშიძე
" ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა - დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო"
"საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა"- ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე