სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი

მიხეილ სააკაშვილსა და მეგის ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ, -  განაცხადა   საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ლიდერებს ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი უკვე მიუჩინა.

 

„შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მთავარი მწამებელი მეგის ქარდავა და თავად ამ რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორიოდე კვირის დაშორებით აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების ხელსა და ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ორივეს მოუწევს სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ“, - განაცხადა სუბარმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილს უყვარს თავისი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც მან ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მოწყობა გადააბრალა.

 

„ადრე სააკაშვილმა თქვა, რომ არ იცნობდა მეგის ქარდავას და თურმე, რაები ხდებოდა საქართველოს ციხეებში. სააკაშვილი არათუ იცნობდა მეგის ქარდავას, იგი ორჯერ ჰყავს დაჯილდოებული. ერთხელ - ღირსების ორდენით და მეორედ - ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. ეს ორდენი გადაეცემა იმ გმირებს, რომელთაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს ომის პერიოდში. კარგად ვიცით, რომ მეგის ქარდავას არცერთი დღე სამშობლოსთვის ბრძოლაში არ გაუტარებია. მე ვიყავი სახალხო დამცველი, რომელიც ყველა მოხსენებაში ვახსენებდი ამ გვარსა და სახელს, როგორც მთავარ მწამებელს და ეს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა“, - განაცხადა სუბარმა.





მსგავსი სიახლეები
"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი
"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი
"ნაცმოძრაობის" მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ"- გიორგი ვაშაძე
"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი
"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი
"რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე
"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე
"ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა" - ენტონი ბლინკენი
არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ზელენსკი ბაიდენს პასუხობს
სააკაშვილი ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს
"ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს" - თაკო ჩარკვიანი
"აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება" - კელი დეგნანი
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. – ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია"- კობახიძე
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე
"ჩვენი ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა" - ირაკლი კობახიძე
" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი
" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს"- რა ზომებს მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი