მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

 

თბილისის  საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე,  წარმომადგენლობით ორგანოში  მოქმედი კომისიების  თავმჯდომარეები აირჩიეს.

 

საკრებულოში სულ 11 კომისიაა, რომლებსაც უხელმძღვანელებენ:

 

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - ლევან ჟორჟოლიანი.

ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისია -   ირაკლი ხელაძე.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - ზურაბ ჩიკვილაძე.

განათლებისა და კულტურის კომისია - კახა ლაბუჩიძე.  გარემოს დაცვის კომისია - ნიკოლოზ კახეთელიძე.

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ლევან არველაძე.


სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - ნინო ვარდოსანიძე.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე.

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე.

სარევიზიო კომისია -  ლევან ჯაფარიძე.

სატრანსპორტო საკითხთა კომისია -  შალვა ოგბაიძე.

 

ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქციები დაარეგისტრირეს და თავმჯდომარეები აირჩიეს.

 

თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა. ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომლის შემადგენლობაში 29 წევრი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს.

 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობას" ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 13 წევრისგან შედგება.

 

ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს.

 

ასევე, რეგლამენტის თანახმად,  საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს.

 

ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს კომისიების შემადგენლობა ცნობად მიიღო.

 





მსგავსი სიახლეები
"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი
"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი
"ნაცმოძრაობის" მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ"- გიორგი ვაშაძე
"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი
"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი
"რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე
"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე
"ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა" - ენტონი ბლინკენი
არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ზელენსკი ბაიდენს პასუხობს
სააკაშვილი ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს
"ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს" - თაკო ჩარკვიანი
"აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება" - კელი დეგნანი
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. – ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია"- კობახიძე
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე
"ჩვენი ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა" - ირაკლი კობახიძე
" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი
" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს"- რა ზომებს მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი