"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი

ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას სჭირდება, მაგრამ მომავალში, როდესაც მე, ერთ მინისტრს ეროვნული თანხმობისკენ მომიწოდებთ და ეროვნულ თანხმობას მომთხოვთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო ეს ეროვნული თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა.

 

მან ოპოზიციას მიმართა, რომ ვიდრე პოლიტიკაში იქნება, ყოველთვის შეახსენებს მათ წარსულს.

 

„თქვენი აზრით, ეს ეროვნული თანხმობა შემთხვევით ხომ არ უნდა გავაფორმო იმ კაცთან, ასე ჰქვია მეტრიკით ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს გალიაში ზის და რომელმაც მილიონი ლარები დახარჯა, რომ საკუთარი კანის ნაოჭები ესწორებინა, ქონები დაედნო უგულავასთან ერთად და ასე ვთქვათ, უცნაური მეთოდებით შესრულებული ნახატებისთვის ეხარჯა 20 000 ლარი, მაშინ, როდესაც თქვენ თქვით, რომ ნიჩაბი ვერ იყიდეთო. გეყიდათ მერე ეს ნიჩაბი, მკერდით მოხატული ნახატების შესყიდვით რომ იყავით დაკავებული, რომელიც სწორედ ერთი ნიჩბოსნის აღჭურვილობის ფასი დაჯდა, სად იყავით.

 

თქვენ ხართ წარსული. მესმის, რომ კვლავ ბობოქრობთ, მესმის, არც თუ ისე სასიამოვნოა, რომ მიწევს კვლავ თქვენზე საუბარი, მაგრამ ვიდრე ვიქნები პოლიტიკაში, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მანამდე თქვენ ვერ მოესწრებით, არ შეგახსენოთ წარსული. ვერც იმას მოესწრებით, პარლამენტის წინაშე წარვდგე ისე, რომ არ ვიცოდე დეტალურად ყველა ის მიმართულება თუ საკითხი, რომელიც სამინისტროს აბარია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.





მსგავსი სიახლეები
"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი
"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი
"ნაცმოძრაობის" მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ"- გიორგი ვაშაძე
"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი
"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი
"რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე
"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე
"ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა" - ენტონი ბლინკენი
არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ზელენსკი ბაიდენს პასუხობს
სააკაშვილი ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს
"ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს" - თაკო ჩარკვიანი
"აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება" - კელი დეგნანი
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. – ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია"- კობახიძე
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე
"ჩვენი ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა" - ირაკლი კობახიძე
" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი
" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს"- რა ზომებს მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი