რატომ სდუმს დასავლეთი? - გიორგი ცუცქირიძე

რატომ სდუმს დასავლეთი? ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს, თუმცა მაინც აცდენილია რეალობას. აქ ბუნებრივია, იგულისხმება დასავლეთის შედარებითი დუმილი სააკაშვილის პროცესთან მიმართებაში“- წერს  სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

 

რატომ სდუმს დასავლეთი? ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს, თუმცა მაინც აცდენილია რეალობას. აქ ბუნებრივია, იგულისხმება დასავლეთის შედარებითი დუმილი სააკაშვილის პროცესთან მიმართებაში,

 

 თორემ სახელმწიფო დეპარტამენტის და დიპლომატიურ დონეზე, აშშ ის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან, ვფიქრობ,  გასაგები მესიჯები გაჟღერდა.  ისინი დაინტერესებული არიან პროცესის პროცედურული მხარის მაქსიმალურად გამჭვირვალედ  ჩატარებით, სადაც  პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის უფლებები ბოლომდე დაცული იქნება.


სხვა დამატებით განმარტებებს დასავლეთის ოფიციალური წრეები არც გააკეთებდნენ,  თუნდაც ბოლო არჩევნებისაგან განსხვავებით, და თუ რატომ ამასაც თავისი ახსნა აქვს.


ახლა, ოპოზიციურმა სპექტრმა ე.წ პიჯაკების საქმეში, ოფიციალურად კი სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვის საქმეში, რასაც მას პროკურატურა ედავება, რამდენიც არ უნდა განავრცოს  იურიდიულ  ნარატივად -რაც კანონით აკრძალული არ არის, არც დანაშაულია, საბოლოოდ კაზუისტიკაში გადადის.


ამ ცხრა მილიონიან ხარჯებში, რომ დავუშვათ და არც იყოს რაიმე ტიპის სერიოზული საკანონმდებლო დარღვევები, აქ შვილის სწავლის დაფინანსებაზე არც მსურს აქცენტების გადატანა, რაზეც მისი მხარდამჭერების მხრიდან  შეგნებულად კეთდება განსაკუთრებით აქცენტირება, ამ საქმეში სხვა ბევრი ისეთი სადაო საკითხია, ევროპის ქვეყნებში არც დაესიზმრებათ.


ასეთი ფუფუნების უფლებას, ამ სახის არამიზნობრივი ხარჯები, კანონითაც რომ არ იყოს აკრძალული, საეჭვოა აშშ ის ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის უახლესი ისტორია იცნობდეს.


არათუ ლიბერალური დემოკრატიის ან ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნების მმართველებს არ გაუწევიათ და ვერც გასწევდნენ ამ სახის ხარჯებს,  მით უმეტეს გრიფით საიდუმლო მუხლით(სულ მინიმუმ იმპიჩმენტის ფასად დაუჯდებოდათ),   არამედ ელექტორალური ავტოკრატიის და თვით დახურული ავტოკრატიის, ამასთან გაცილებით მდიდარი ქვეყნების მმართველების დონეზეც კი წარმოუდგენელია სახელმწიფო სახსრების ასეთი ფლანგვა.


თუ რატომ სდუმს დასავლეთი, ამის პასუხიც დიდწილად აქ არის საძიებელი და არა საქართველოს საკითხის ნაკლებ აქტუალობაში, რაზეც ხდება ცალკეულ საექსპერტო დონეზე აქცენტების გადატანა, მოცემულ ეტაპზე დასავლეთის რუსეთთან მეტად დაძაბული და სახიფათო პოლიტიკური პასიანსის გამო“,- წერს გიორგი ცუცქირიძე





მსგავსი სიახლეები
" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში" - ცუცქირიძე
"დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, სსრკ-ის აღორძინების ეშინია"- არნო ხიდირბეგიშვილი
დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა
"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"
"პუტინი "იძულებული" იქნება "საპასუხო" ზომებს მიმართოს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს"
"აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი მგონი ის გახდება" - გიორგი კიკნაძე ენტონი ბლინკენის შესახებ
"საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები"- ზაალ ანჯაფარიძე
"3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?" - ზურაბ ქადაგიძე
"სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენს სილაჩრეზე"- თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილს
"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"
"ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია" - ალექსანდრე რუსეცკი
იტალიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ
"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას
"1973 წელს, არავინ იცის როგორ, მაგრამ ერევნის ,,არარატი" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში" - გიორგი იაკობაშვილი
"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს
"ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებო"
"არცერთი ექსპერტი არაფერს გვეუბნება, როგორ დავაზღვიოთ ან ავიცილოთ არმონაწილეობით გამოწვეული რისკები და საფრთხეები"- ზაალ ანჯაფარიძე
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს" - გია აბაშიძე
" ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა - დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო"
"საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა"- ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე