თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. 

 

„თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის" დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ", - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. 

 

„წიგნის ფესტივალები უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა სექტორისთვის, რომელიც გამომცემლებისა და მკითხველების პირდაპირი კომუნიკაციის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა კი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან მოზარდების მკითხველებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, საბავშვო წიგნის ფესტივალს დაარსებას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამ მიმართულების სამომავლო განვითარებაზე",- განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა. 

 

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომელიც საბავშვო ლიტერატურას გამოსცემს. ისინი ექსპო ჯორჯიაში მოსულ სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე. საგამოფენო სივრცეში წიგნების გარდა, სტუმრებს აქსესუარები, სათამაშოები და სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი აქსესუარები დახვდებათ.

 

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა და სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმები იტრიალებს. 

 

12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის" გამარჯვებულთა დაჯილდოება. ფესტივალის მსვლელობისას, პავილიონის ეზოში გაიმართება ჯგუფ „არასა" და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი.  





მსგავსი სიახლეები
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში კოვიდშეზღუდვები უქმდება