არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

 

ქადაგიძის თქმით, დაპირისპირების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხია და შესაძლოა პარტია ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაიყონ. 



"გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ოფიციალურად გადაწყდა, რომ გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ! ეს ყველაფერი მოყვა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიშას ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია. სავარაუდოდ მელიას ოფიციალურად გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან,"- წერს ზურაბ ქადაგიძე. 



გაიმართა თუ არა ნამდვილად პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც პარტიის გაყოფაზე იყო საუბარი, ეს ინფორმაცია "ჯორჯიან თაიმსმა" ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერთან, რომან გოცირიძესთან გადაამოწმა.



რომან გოცირიძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და მეტიც, განაცხადა რომ ბოლო დღეების განმავლობაში პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა არც კი გამართულა.



"არავითარი პოლიტსაბჭოს სხდომა არ გამართულა. პოლიტსაბჭოში არის 100 კაცი და სხდომა არის ყოველთვის საჯარო. მსგავსი სხდომა ამ დღეებში არ ყოფილა," - აცხადებს რომან გოცირიძე.  



ხოლო, გავრცელებულ ხმებს, რომ ნიკა მელია დისტანცირებულია მიხეილ სააკაშვილთან და მათ შორის უთამხმოებაა, რომან გოცირიძე ამას "სისულელეს" და ჭორებს" უწოდებს. 



თათია შაიშმელაშვილი





მსგავსი სიახლეები
"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი
"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი
"ნაცმოძრაობის" მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ"- გიორგი ვაშაძე
"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი
"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი
"რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე
"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე
"ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა" - ენტონი ბლინკენი
არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ზელენსკი ბაიდენს პასუხობს
სააკაშვილი ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს
"ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს" - თაკო ჩარკვიანი
"აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება" - კელი დეგნანი
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. – ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია"- კობახიძე
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე
"ჩვენი ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა" - ირაკლი კობახიძე
" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი
" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს"- რა ზომებს მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი