„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

 

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები. ხვალ მე და ჩემი გუნდის წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ სრული მასშტაბით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შემდეგაც თბილისის ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება.

 

ჩვენი მთავარი დაპირება და საარჩევნო სლოგანი იყო „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. შესაბამისად, გამგებლების როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამგებლებს, რომლებსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას, თბილისელების და პირადად ჩემი, როგორც თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა. საბურთალო - გაიოზ ვასაძე; მთაწმინდა - დავით კირკიტაძე; კრწანისი - ბექა მიქაუტაძე; ვაკე - დავით კვინიკაძე; გლდანი- ლევან ნაროუშვილი; სამგორი - კახა სამხარაძე; ჩუღურეთში წარმოგიდგენთ დავით უთმელიძეს, რომელიც საკრებულოში წარმოადგენდა ჩვენს გუნდს, გახლდათ საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ამ გამოცდილებით უერთდება თბილისის მთავრობას და ჩუღურეთის რაიონს. დიდუბეში ახალი გამგებელი იქნება ასევე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ამ რაიონს ემსახურება, კარგად იცნობს რაიონისა და აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს. ისანში წარმოგიდგენთ ნიკოლოზ ელისაშვილს, რომელიც დიდი ხანია გამგეობაში მუშაობს და ზედმიწევნით კარგად იცის, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ისანი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ამ რაიონში მეტი სიცოცხლე შევიდეს. ნაძალადევში ახალი გამგებელი იქნება ირაკლი ანდღულაძე, რომელიც გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ემსახურებოდა ამ რაიონს და ახლა უკვე გამგებლის პოზიციიდან მოახმარს საკუთარ გამოცდილებას ნაძალადევის რაიონის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ ჩემთან ერთად ყველაფერს გააკეთებთ, თბილისისა და თბილისელების ინტერესების მსახურებისთვის, რათა ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა უბანში მართლაც შევიტანოთ მეტი სიცოცხლე “, - განაცხადა კალაძემ.





მსგავსი სიახლეები
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში კოვიდშეზღუდვები უქმდება