"შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს არის მორიგი პიარკამპანიაა, სააკაშვილის მდგომარეობის დასამძიმებლად" - გიორგი ცუცქირიძე

რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე ავითარებენ, ახალ სკანდალზე და გარეთ გაყიდვაზეა გათვლილი, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.


მისივე განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, ახალი მეტად დამამძიმებელი პასაჟიც დაემატა.



"თუ აქამდე პატიმარობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ესმებოდა მუდმივად ხაზი, ახლა მას მედიკამენტური წამებაც დაემატა.



შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს არის მორიგი პიარ კამპანიაა, სააკაშვილის მდგომარეობის ხელოვნურად დასამძიმებლად და მეტი არაფერი, მაგრამ ვფიქრობ იგი გაცილებით შორს მიმავალ მიზნებს ემსახურება, მით უმეტეს ამ ვერსიას უკვე უნისონში აყვნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები, ცალკეული ექსპერტები თუ საზოგადოებრივი ცნობილი ფეისები.



ელექტორალური დემოკრატიის პირობებში, ქვეყნების რომელ კატეგორიაშიც საქართველო გადის, რამდენად აბსურდულიც არ უნდა ჩანდეს, თავისი არსით და პოლიტიკური დატვირთვით ეს არის უმძიმესი ბრალდება, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება "ქართული ოცნების" დემონიზაციისათვის და რამდენიმე კურდღლის ერთად დაჭერასაც ემსახურება.



ცნობილია, რომ "მედიკამენტურ წამებას", რეჟიმების მოწინააღმდეგე პირების წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ან დისიდენტების მიმართ, მათ ფსიქიკაზე ზემოქმედების მიზნით, თავის დროზე ფართოდ იყენებდა სსრკ და ნაცისტური გერმანია და დღესაც იყენებს ავტორიტარული რეჟიმები. შესაბამისად, ამ ნარატივის გავრცელების მიზანიც მმართველი ძალის ავტორიტარულ რეჟიმად შერაცხვაა, და მიმართულია როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის საპროტესტო განწყობის ასამაღლებლად , ისე განსაკუთრებით საგარეო ზეწოლის გასაძლიერებელად.



გარდა ამისა, პატიმარ სააკაშვილის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაფერისი ფონის შექმნასაც ემსახურება, პირველ რიგში ეს ე.წ პიჯაკების საქმეს ეხება, სადაც პროკურატურა მას 9 მილიონ ლარამდე სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. მაგრამ ეს პროცესი როგორც არ უნდა დასრულდეს, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალიდან ისევ ციხეში გადასვლა მოუწევს, რადგან მის წინააღმდეგ საქმე სხვა მუხლებითაც არის აღძრული.


აქედან გამომდინარე, ლოგიკურად მივდივართ ახალ მოთხოვნამდე და მთელი ამ კამპანიის საბოლოო მიზანიც ეს არის - მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს რომელიმე უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ, რადგან მისივე ექიმების მტკიცებით ამ სახის ავადმყოფის მკურნალობის არც პირობები და არც გამოცდილება ქვეყანაში არ გვაქვს.



რასაც "ემპათიის" ხელმძღვანელი მედიით ახმოვანებს და როგორც ალტერნატიული კონსილიუმის ეგიდით ამზადებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად, ვიმეორებ არის უმძიმესი ბრალდება ხელისუფლების მისამართით და იმედია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები პასუხსაც გასცემენ. თუ რამდენ კურდღელს დაიჭერს "ნაცოპოზიცია" ესეც მალე გამოჩნდება", - წერს ცუცქირიძე. 





მსგავსი სიახლეები
" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში" - ცუცქირიძე
"დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, სსრკ-ის აღორძინების ეშინია"- არნო ხიდირბეგიშვილი
დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა
"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"
"პუტინი "იძულებული" იქნება "საპასუხო" ზომებს მიმართოს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს"
"აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი მგონი ის გახდება" - გიორგი კიკნაძე ენტონი ბლინკენის შესახებ
"საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები"- ზაალ ანჯაფარიძე
"3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?" - ზურაბ ქადაგიძე
"სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენს სილაჩრეზე"- თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილს
"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"
"ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია" - ალექსანდრე რუსეცკი
იტალიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ
"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას
"1973 წელს, არავინ იცის როგორ, მაგრამ ერევნის ,,არარატი" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში" - გიორგი იაკობაშვილი
"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს
"ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებო"
"არცერთი ექსპერტი არაფერს გვეუბნება, როგორ დავაზღვიოთ ან ავიცილოთ არმონაწილეობით გამოწვეული რისკები და საფრთხეები"- ზაალ ანჯაფარიძე
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს" - გია აბაშიძე
" ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა - დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო"
"საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა"- ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე