"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

ყველაფერი კეთდება ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და ყურადღების გადასატანად,- ამის შესახებ გორის სამხედო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება.

 

„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

 

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

 

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

 

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. 





მსგავსი სიახლეები
"რუსები, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც და ამერიკაშიც" - ანრი ოხანაშვილი
"გავაგრძელებთ ლოცვას იმ ამერიკის გადარჩენისთვის, რომელიც თვალსა და ხელს შუა ინგრევა" - ვატო შაქარიშვილი
"ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
5 მითი ჯანსაღი კვების შესახებ
"მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ“ - ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს
"საქსტატი" საქართველოში გასული წლის მომსახურების იმპორტისა და ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებს ერთოობლივი განცხადებით მიმართავენ
„უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი" - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
„ოპოზიციას საკითხი შესწავლილი არ აქვს და პროტესტს მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამოთქვამს“ - ნიკოლოზ კახეთელიძე
სად არის ყველაზე სუფთა ზღვა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს
"საკითხი დამტკიცდება არა მფლობელის, არამედ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე" - რევაზ სოხაძე
რამდენს შეადგენს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კორონავირუსით ინფიცირებულთა წილი - მონაცემები ცნობილია
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
14 წელი აგვისტოს ომიდან
"არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს, მე არ ვარ აგრესიული პიროვნება"- ამირან გამყრელიძე
თბილისის საკრებულოს წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს
გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ
კასპში 27 წლის ბიჭს ეძებენ
ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა