"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი

“აბა თუ იცით რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?  – იმიტომ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო და გააუქმა სრულიად უწყინარი რეგულაცია – პირბადის ტარების ვალდებულება. – წერს სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილი.

“- იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ჯარიმები ჩამოწერა და ამით, რეგულაციის შესრულება ფორმალობად აქცია (არ დავიცავ, მაინც მაპატიებენ).

 

– იმიტომ, რომ დარჩენილი რეგულაციების სათანადოდ აღსრულება არ ხდება.


– იმიტომ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლამ ოცნების პრიორიტეტების რიგში პირველიდან უსასრულობაში გადაინაცვლა.


– იმიტომ, რომ ანტივაქსერულ კამპანიას ოცნება არჩევნების შემდეგაც არ უპირისპირებს ვაქცინაციის სათანადო კამპანიას.


– იმიტომ, რომ ე.წ. “მწვანე პასპორტი” მუდმივად მიანიჭეს ადამიანებს მხოლოდ კოვიდგადატანილობის კრიტერიუმით.


– იმიტომ, რომ უწყებათაშორისი საბჭო ოცნების არაკომპეტენტურობამ ფორმალობად აქცია. პანდემიის მართვა შეტოვებულია მხოლოდ, ექიმებზე და ეპიდემიოლოგებზე. აქვე, მადლობა მათ.


ოცნებას ხალხისთვის არ სცალია – მის მთავარ საქმიანობად იქცა ყველა დონეზე, ძალაუფლების განმტკიცება უკანონო მეთოდებით.


ამასობაში, პანდემია მძვინვარებს და საზოგადოებამ ისიც არ იცის, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ახალი შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად. – – წერს ნათია მეზვრიშვილი





მსგავსი სიახლეები
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში კოვიდშეზღუდვები უქმდება