თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდამ, მოლოდინების შესაბამისად, წ/წ 6.9% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის აღნიშნული დინამიკა თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 10.0%-ზე მაღალი იქნება. სექტორების ჭრილში, თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა, გარდა მშენებლობისა, რაც სავარაუდოდ ფისკალური ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. ამავე დროს, საგარეო შემოდინებების კუთხით, ოქტომბერი ძლიერი თვე იყო, თუმცა იმპორტისა და დაკრედიტების ზრდა შედარებით ზომიერი აღმოჩნდა.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ოქტომბერში სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაციის აჩქარების შემდეგ, ნოემბერში ფასების ზრდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო. სამომხმარებლო ფასების აღნიშნული დინამიკა, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირებასთან ერთად, სამომავლოდ დაბალი ინფლაციის არგუმენტია. იმ შემთხვევაში, თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, საერთაშორისო ბაზრებზე ბრენტის ნავთობის ფასი 85 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება და მომავალი წლის ზრდა, ჩვენი პროგნოზით გათვალისწინებულის მსგავსად, 6.0%-ს შეადგენს, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება - განახლებული პროგნოზი წინა შეფასებაზე დაბალია, რაც უფრო ძლიერმა ლარმა განაპირობა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაბალი ინფლაცია თავის მხრივ სუსტი ლარის არგუმენტია, ლირის დამატებითი გაუფასურება და კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამის გამოჩენა ლარის კორექციის გაზრდილ ალბათობაზე მიუთითებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან მხოლოდ ლირის გაუფასურებას არ არის აუცილებელი რომ ლარის გაუფასურება მოჰყვეს.

თიბისის  მთავარი ეკონომისტის 6 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

(R)





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0794 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
"ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, 2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 იანვრისთვის
ქართული ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგად 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალია მიღებული
თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება - დეტალები
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს - ვის შეეხება რეგულაცია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0775 ლარი გახდა
ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - წლის სტატისტიკა
დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
"ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად"
საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0875 ლარი გახდა
"გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება 2023 წლის განმავლობაში, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0900 ლარი გახდა